LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან როსტოშვილს და ლაშა კურტანიძეს სასჯელი შეუმცირდათ

141

ლევან როსტოშვილს და ლაშა კურტანიძეს სასჯელი შეუმცირდათ, ინფორმაციას ადვოკატი მალხაზ სალაყაია ადასტურებს.

სალაყაიამ “ფორტუნასთან” განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს სასჯელი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეუმცირდათ.

„ლევან როსტოშვილს თავდაპირველად მისჯილი ჰქონდა 5 წელი და სასჯელის ზომა 3 რეალურ და 4 პირობით წლამდე შეუმცირდა. ლაშა კურტანიძეს 3 წელი ჰქონდა მისჯილი და მისი სასჯელი 1 რეალური და 3 პირობითი წელი იქნება“ – განმარტავს მალხაზ სალაყაია.
ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე პოლიციამ 2016 წლის 5 მაისს დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდება 260-ე მუხლით წარედგინათ, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები