LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

74

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილსა და მსახიობ ლაშა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გამოაცხადა.
მოსამართლის განმარტებით, სასჯელის ათვლა 5 მაისიდან დაიწყო.
გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ემდემა” აღმოაჩნდათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები