LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან თარხნიშვილი: “უგულავას გამოსვლის შემდეგ გარკვეული ტაიმაუტი ავიღეთ “

107

უგულავას გამოსვლის შემდეგ გარკვეული ტაიმაუტი ავიღეთ იმისთვის, რომ მიგვეცა შანსი მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ორ დღეში გაკეთდება განცხადება 7-ათასიანი ყრილობის მოწინააღმდეგეთა გეგმების შესახებ. პარტიაში დაპირისპირებული ჯგუფის ხმები გაიყოფა.
„ვფიქრობ, რომ გავაგრძელოთ ჩვენი გზა. საბოლოო გადაწყვეტილება, როდის მოხდება ეს, ჯერ არ არის მიღებული. უახლოეს დღეებში გაკეთდება განცხადება. ჩვენი გზები გაიყოფა. საბოლოო განცხადება გაკეთდება ორ დღეში“, – განაცხადა თარხნიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები