LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ვარშალომიძე დღეს საქართველოში ჩამოდის

147

აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური, ლევან ვარშალომიძე, დღეს საქართველოში ჩამოდის. ვარშალომიძე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.

ამის შესახებ აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა კურიერთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

„ჩემი დაბრუნების ერთადერთი მიზანია, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩავერთო. ვაპირებ ჩემს გუნდთან ერთად აჭარაში გამარჯვებას, რათა ბოლო სამ წელიწადნახევარი დაპაუზებული და გაჩერებული ბათუმი და აჭარა ერთხელ და სამუდამოდ ავამოქმედოთ და განვახორციელოთ ყველა ის დიდი პროექტი, რომელიც ჩვენ გვქონდა,“ – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური არ გამორიცხავს, მის წინააღმდეგ არსებული საქმეების გამოძიება მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ გააქტიურდეს. თუმცა, ვარშალომიძე ამბობს, რომ ის ბრძოლას ხელისუფლების არჩევნების გზით შესაცვლელად მაინც აპირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები