LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ვასაძის უარის შემდეგ, კახა კუკავამ საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარი თავი წარადგინა

92

თავისუფალი საქართველოს ლიდერმა, კახა კუკავამ საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარი თავი წარადგინა.  მისი თქმით, ის სხვა ლიბერალი კანდიდატებისგან სრულიად განსხვავებულ ხედვას შესთავაზებს ამომრჩეველს.

“ჩვენი ამოცანაა, რომ ამ არჩევნებზე ქართველ ხალხს ჰქონდეს არჩევანი, არიან კანდიდატები, რომლებმაც თავი წარადგინეს ლიბერალური ძალების წარმომადგენლებად, სააკაშვილისა და ივანიშვილის ყოფილი მინისტრები. ჩვენ გვინდა ქართველ ხალხს ჰქონდეს არჩევანი და შევთავაზებთ ეროვნულ ფასეულობებს”, – განაცხადა კახა კუკავამ.

შეგახსენებთ, პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერი  პრეზიდენტობის კანდიდატობას ნიზნესმენ  ლევან ვასაძეს სთავაზობდა, თუმცა მან შეთავაზება არ მიიღო. კუკავას განმარტებით ლევან ვასაძე პრეზიდენტობით დაინტერესებული არაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები