LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ყიფიანი თბილისის პროკურატურაში მივიდა

48

ლევან ყიფიანი თბილისის პროკურატურაში მეორედ მივიდა. ის საგამოძიებო უწყებაში საკუთარ ადვოკატთან ერთად გამოცხადდა. ყიფიანს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ მედიის კითხვებს დაკითხვის შემდეგ უპასუხებს.

არსებული ინფორმაციით, გამოძიებას დამატებითი კითხვები აქვს „თიბისი ბანკის“ ეპიზოდთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით არც საგამოძიებო უწყების მხრიდან გაკეთებულა კომენტარი. გამორიცხული არ არის, რომ ყიფიანმა ჩვენება კვლავ მოსამართლის თანდასწრებით მისცეს. ლევან ყიფიანის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით წინასწარი ინფორმაცია არ აქვს. მისივე განმარტებით ეს იმ კითხვებზეა დამოკიდებული, რომელიც გამომძიებლებს ექნებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები