LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ყიფიანმა დღეს დაანონსებული პრესკონფერენცია გააუქმა

85

სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა დღეს დაანონსებული პრესკონფერენცია გადადო.

სპორტის ყოფილი მინისტრის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ყიფიანი მედიას მას შემდეგ შეხვდება, რაც სასამართლოსა და პროკურატურაში ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ სარჩელებს ყიფიანის სახელით სასამართლოსა და პროკურატურაში მომავალ კვირას შეიტანს.

ლევან ყიფიანმა პრესკონფერენციის დღეს გამართვა პროკურატურაში გუშინდელი გამოკითხვის შემდეგ დაანონსა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები