LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლგბტ-ს წინააღმდეგი ვარ, მაგრამ აქციაში მონაწილეობა სავალდებულოა

76

საქართველოს ნაკრების მცველის გურამ კაშიას ლგბტ სოლიდარობის ნიშნად გაკეთბულმა კაპიტნის სამკლაურმა არაერთგვაროვანი რექაცია გამოწივია. აჭრელდა სოცქსელი და გურამს საქციელი მოუწონეს. იყო განსხვავებული აზრიც. საზოგადოების იმ ნაწილის კომენტარებიც ხშირია, რომლებიც ფეხბურთში შესაძლოა ყოველდღიურად არ არის ჩართული და შესაბამისად ფიქრობს, რომ ეს კაშიას არჩევანი და ნება იყო. საქმე კი ისაა, რომ ჰოლანდიის ჩემპიონატის იმ ტურში შესაბამისი აქცია მოეწყო და ყველა გუნდის კაპიტანს გაუკეთეს ლგბტ-ს მხარდამჭერი სამკლაური.

ამ თემას გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების კანდიდატი, დანიაში მოთამაშე დავით სხირტლაძე. აი რა განაცხადა სხირტლაძემ:

“რა თქმა უნდა აქციაში მონაწილეობა მისი ინიციატივა არ ყოფილა, ფეხბურთის ფედერაცია ავალდებულებს გუნდის კაპიტნებს მონაწილეობის მიღებას. გასულ სეზონში მსგავსი აქცია დანიაშიც იყო, ჩემი გუნდის, ”სილკებორგის” კაპიტანი LGBT თემის წარმომადგენელთა წინააღმდეგია, თუმცა ფედერაციამ დაავალდებულა აქციაში მონაწილეობა. მან გააკეთა ის, რაც დაავალეს, სხვა გზა არ ჰქონდა. მათი (LGBT თემის) კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ანალოგიურ ვითარებაში კაშიას მსგავსად მოვიქცეოდი, რადგან დანიის ან ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციას ვერ შეაცვლევინებ აზრს”, – თქვა დავით სხირტლაძემ.

მანამდე კი გურამ კაშიას სოლიდარობის ნიშნად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ფეხბურთელის ფოტო დააყენა.
ლევან კობიაშვილის გარდა სოლიდარობის ნიშნად სოციალურ ქცელებში გურამ კაშიას ფოტოები სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გამოაქვეყნეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები