LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლიბერალს” რედაქტორს ზურაბ ვარდიაშვილს თავს დაესხნენ

95

შაბათს, საღამოს 20:30 საათზე, „ლიბერალის“ რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს, თავს დაესხნენ. მას 5-6-კაციანი ორგანიზებული ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციის თქმით, თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები არიან. შემთხვევიდან ორი დღე გავიდა, თუმცა, გამომძიებლის თქმით, ისინი არ დაუკავებიათ და არც დაუკითხავთ. ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს.

ზურაბ ვარდიაშვილი იხსენებს, რომ თავდამსხმელები მისი კუთვნილი, გასაყიდი ავტომანქანით დაინტერესდნენ და მის სანახავად მიდიოდნენ. ვარდიაშვილმა მათ შეხვედრა თბილისში, ვარკეთილში მდებარე ავტოსახელოსნოსთან დაუთქვა, სადაც მანქანა ჰქონდა დატოვებული.

როგორც “ფორტუნას” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს (რაც ძალადობას გულისხმობს). როგორც შსს-ში აცხადებენ, დანიშნულია გამოკითხვები და ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები