LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლიბერთი ბანკის” დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

66

თბილისში „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული 1967 წელსაა დაბადებული. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული 16 მაისს თბილისში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკში“ შეიჭრა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით 4580 ლარი, 200 ევრო და 100 დოლარი გაიტაცა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს. გატაცებული თანხის ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები