LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიბერთი ბანკმა და Educare Georgia ერთწლიანი თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს

211

ლიბერთი ბანკის და Educare Georgia-ს წარმომადგენლებმა ერთწლიანი თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს. ლიბერთი ბანკი 2017 წელს შეუერთდა Educare Georgia-ს პარტნიორთა რიგებს და ორგანიზაციას დახმარება გაუწია ხანის აკადემიის (Khan Academy)  ქართულად თარგმნასა და პლატფორმის პოპულარიზაციაში.

ხანის აკადემია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაა, სადაც სხვადასხვა თემაზე წარმოდგენილია ვიდეო გაკვეთილები და პრაქტიკული სავარჯიშოები.

2017 წელს Educare Georgia-ს ძალისხმევით ქართულ ენაზე შეიქმნა მათემატიკის 2,000 ზე მეტი ვიდეო გაკვეთილი. ამავე წელს ორგანიზაციის ძალისხმევით ხან აკადემია გამოიყენა 65,000 მომხმარებელმა მთელი საქართველოდან. გარდა ამისა, მათემატიკის მასწავლებლებმა აქტიურად გამოიყენეს Khan Academy სასწავლო პროცესში შემდეგ ქალაქებში: გორი, ქუთაისი, რუსთავი, ბორჯომი, ბადიაური, თოხლიაური, დაბა ჟინვალი, დუშეთი, სალხინო, სამეგრელო, სერგიეთი, სამეგრელო, ფასანაური, დუშეთი.

სულ პროექტში მონაწილეობდა 375 მოსწავლე. ხანის აკადემიის პლატფორმას საქართველოში 3,000 მდე მასწავლებელი იყენებს.

ლიბერთი ბანკისა და Educare Georgia-ს წარმომადგენლებმა 5 წარმატებულს მასწავლებელს ფულადი პრიზები და სიგელი გადასცეს, რომლებმაც ყველაზე მეტი მოსწავლე ჩართეს და რომელთა მოსწავლეებმა ყველაზე დიდი პროგრესი აჩვენეს უნარების დაუფლების კუთხით.

როგორც „ლიბერთი ბანკის“ დირექტორის მოადგილემ, დავით ვერულაშვილმა აღნიშნა, ხანის აკადემიის პლატფორმა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სკოლის მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისთვის.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა და დღეს ასეთი კარგი შედეგი გვაქვს ხანის აკადემიის პოპულარიზაციის კუთხით. მომავალ წელს ვგეგმავთ ბიოლოგიის, ფიზიკის და ქიმიის ვიდეო გაკვეთილების ქართულად თარგმნას, რაც კიდევ უფრო მეტ მოსწავლეს მისცემს საშუალებას გაიღრმაონ ცოდნა საბუნებისმეტყველო საგნებში. ასევე ვგეგმავთ უფრო მეტ სკოლაში შევიტანოთ ხანის აკადემიის გამოყენების პრაქტიკა. კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო ლიბერთი ბანკს პარტნიორობისთვის, რადგან Educare Georgia-ს წარმატება მხოლოდ პარტნიორი დონორების და მოხალისეების ძალისხმევით არის შესაძლებელი,“ – აღნიშნა Educare Georgia-ს დირექტორმა, გიორგი ჯიბლაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები