LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები საადვოკატო კომპანიის წარმომადგენელმა მოინახულა

89

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები საადვოკატო კომპანიის წარმომადგენელმა მოინახულა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მან დაკავებულებს ქ. ტაჟურას დამანის ციხეში წყალი და საკვები მიაწოდა.

კაიროში საქართველოს ელჩთან შეხვედრის შემდეგ, საადვოკატო კომპანიამ ასევე მზადყოფნა გამოთქვა ერთ-ერთი დაკავებულის სამედიცინო ხარჯების (ქირურგიული ოპერაცია და სარეაბილიტაციო პროცესი) უზრუნველყოფაზე.

”საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავაც აგრძელებს აქტიურ მუშაობას, როგორც ლიბიის მხარესთან, ასევე ლიბიაში აკრედიტებული პარტნიორი ქვეყნების საელჩოებთან, რათა მოხდეს დაკავებულთა ჰუმანიტარული პირობების უზრუნველყოფა, საკონსულო და სამართლებრივი დაცვა.
როგორც ცნობილია, ლიბიაში არსებული მძიმე პოლიტიკური ფონი, ასევე მხარეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება და სახელმწიფო ინსტიტუტების შეფერხებით ფუნქციონირება მნიშვნელოვნად ართულებს ქართველი მეზღვაურების მდგომარეობას და საქმის მიმდინარეობას,” – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები