LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ლიდერფუდი” ნახევარფაბრიკატების ბიზნესში შედის

525

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია ”ლიდერფუდი” ნახევარფაბრიკატების ბიზნესში შედის. კომპანიის ახალი საწარმო, რომელიც ამიერკავკასიაში ხორცპროდუქტების ყველაზე დიდი ქარხანა იქნება, მშენებლობის ბოლო ეტაპზეა. სწორედ აქ მოხდება ახალი საწარმოო ხაზეების დამატება. როგორც ”ფორტუნას” ”ლიდერფუდის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი დუმბაძემ განუცხადა, საწარმო მცხეთაში შენდება და მისი გახსნა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს, ან ოქტომბრის დასაწყიში იგეგმება.

”სამშენებლო სამუშაოები საწარმოში თითქმის დასრულებულია და ექსპლუატაციაში ის მალე გაეშვება. აქ ვაპირებთ ძველი საწარმოს გადატანასაც და მთლიანი ოფისით მცხეთაში გადასვლას. შესაბამისად, გარდა არსებული კადრებისა, რომლებიც ახალ ქარხანაში გადავლენ, დამატებით 100 კადრს დავასაქმებთ”, – აღნიშნა დუმბაძემ.

მისივე ინფორმაციით, მცხეთაში ახალი საწარმოს ამოქმედების შემდეგ, “ლიდერფუდი” ასორტიმენტის გაზრდასა და ახალი მიმართულებების დამატებას განიხილავს.  იგეგმება როგორც ნახევარფაბრიკატების (ხინკალი, პილმენი), ისე ნედლად შებოლილი პროდუქციის წარმოება.

როგორც ირაკლი დუმბაძე ამბობს, ქარხანა მცხეთაში ეკოლოგიურად სუფთა გარემოში შენდება და მასში ჯამში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

შეგახსენებთ, ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქართული კომპანია „ლიდერფუდი“ 2009 წელს დაარსდა. დღეისათვის კომპანია წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან ხორცპროდუქტების მომწოდებელს საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები