LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიდერი XXI ნახევარფაბრიკატების წარმოებას აფართოებს

920

”ლიდერი XXI”  ნახევარფაბრიკატების მიმართულებით წარმოების გაფართოებას გეგმავს. კომპანია, რომელიც აქამდე მხოლოდ ნაყინის წარმოებით იყო დაკავებული, ნახევარფაბრიკატების ბიზნესში ცოტა ხნის წინ შევიდა და მომხმარებელს 19 დასახელების გაყინულ პროდუქტს სთავაზობს, მათ შორისაა: ხინკალი, კუპატი, პელმენი, ქაბაბი, ბლინი, კატლეტი, გუფთა, ყველიანი ვარენიკი, ბლინი ყველით, კარტოფილის ვარენიკი, სოკოს ბლინი, ტარხუნის ბლინი, ტოლმა, ქაბაბი პრემიუმი  და სხვა…

როგორც კომპანიაში აცხადებენ,  ”ლიდერი XXI”-ს ნახევარფაბრიკატები უმაღლესი ხარისხის გაყინული და ნედლი ხორცით მზადდება და სრულიად საქართველოს მასშტაბით იყიდება.

”ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ყველგან, მთელი საქართველოს მასშტაბით, მცირე მარკეტებსა, თუ დიდ სავაჭრო ქსელებში,  “ლიდერის” ბრენდირებულ მაცივრებში. ნახევარფაბრიკატების შეფუთვაც, ისევე როგორც ჩვენი ნაყინების,  არის ”ლიდერის” ლოგოთი ”, – აღნიშნავენ ”ლიდერი XXI”  -ში.

მათივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში არსებულ პროდუქციას კომპანია ნახევარფაბრიკატების სამარხვო მიმართულებასაც დაამატებს.

ცნობისთვის, ”ლიდერი XXI” ქართულ ბაზარზე 11 წელია, რაც წარმოდგენილია. ამ ეტაპზე აწარმოებს 35 დასახელების ნაყინს და სხვადასხვა დასახელების ნახევარფაბრიკატებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები