LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიდერობს კახა კალაძე და მინდა ყველას მოგილოცოთ, ესაა თბილისელების გამარჯვება – პრემიერი

25

“ლიდერობს კახა კალაძე და მინდა ყველას მოგილოცოთ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” შტაბში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

“ეს არის თბილისის და თბილისელების გამარჯვება, ქართველი ხალხის და ქართული სახელწმიფოს გამარჯვება. ჩვენ ველოდებით საბოლოო შედეგებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დათვლებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ დაადასტურებს ქართული ოცნების გამარჯვებას.

დღეს ამომრჩევლების უმრავლესობამ ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის და წინ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმები აქვს”,-განაცხადა პრემიერმა.

მან მხარდაჭერისთვის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველას კარგად ესმის აღებული პასუხისმგებლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები