LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიგა დაწყვილდა: ევროპა გრანდების დაპირისპირების მოლოდინშია

52

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების წილისყრა გაიმართა. ამ ეტაპზე უინტერესო წყვილები შეუძლებელია, თუმცა მაინც შეიძლება გამორჩევა. როგორც მოსალოდნელი იყო, გრანდები აქაც ვერ აცდნენ ერთმანეთს. შეიძლება ითქვას, რომ საყოველთაო ინტერესს ორი წყვილი იწვევს: მადრიდის „რეალი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ არაერთ ევროპულ ურთიერთდაპირისპირებას გაიხსენებენ, ხოლო „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ ლიგის 2 წლის წინანდელ ფინალს გადაითამაშებენ.

ატლეტიკო – ლესტერი
დორტმუნდი – მონაკო
ბაიერნი – რეალი
იუვენტუსი – ბარსელონა

პირველად დასახელებული გუნდები პირველ მატჩს შინ გამართავენ.

მეოთხედფინალების პირველი მატჩები 11 და 12 აპრილს გაიმართება, საპასუხოები – 18 და 19 აპრილს.

 

მატჩების განრიგი
პირველი მატჩები. 11 აპრილი
დორტმუნდის “ბორუსია”-“მონაკო”
ტურინის “იუვენტუსი”-“ბარსელონა”

12 აპრილი
მადრიდის “ატლეტიკო”-“ლესტერი”
მიუნხენის “ბაიერნი”-მადრიდის “რეალი”

საპასუხო მატჩები. 18 აპრილი
“ლესტერი”-მადრიდის “ატლეტიკო”
მადრიდის “რეალი”-მიუნხენის “ბაიერნი”

19 აპრილი
“მონაკო”-დორტმუნდის “ბორუსია”
“ბარსელონა”-ტურინის “იუვენტუსი”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები