LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიგის ფინალისტები ჩემპიონები არიან (ფოტო)

62

ჩემპიონთა ლიგის ორივე ფინალისტი საკუთარი ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ესპანეთის პირველობა დასრულდა, იტალიაში კიდევ ერთი ტურია სათამაშო, თუმცა აქ ჩემპიონი უკვე ცნობილია.
ორივე შემთხვევაში მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. დიდებულ ფორმაში მყოფ მადრიდის „რეალს“ სტუმრად „მალაგასთან“ ფრეც ყოფნიდა, თუმცა „სამეფო კლუბმა“ სიტუაცია არ გაირთულა და საქმე დიდი გართულებების გარეშე მიიყვანა ლოგიკურ დასასრულამდე.

„რეალი“ 5-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, სულ კი მადრიდელებმა ლა ლიგა 33-ედ მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში ამის გაკეთება ისე მოახერხეს, რომ აბსოლუტურად ყველა თამაშში გაიტანეს გოლი.

მალაგა – რეალი 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 რონალდო (2), 0:2 ბენზემა (55)

 
სერია ა კი ტურინის „იუვენტუსმა“ დამსახურებულად მოიგო. მთელი სეზონი ის აშკარა ფავორიტი იყო და გაჩემპიონებაში დაეჭვების საფუძველი არავისთვის მიუცა. ამიტომ გასავარდნ ზონაში მყოფი „კროტონეს“ დამარცხება ბუნებრივია დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა.

„იუვენტუსი“ პირველი გუნდია, რომელმაც სკუდეტოს მოგება ზედიზედ 6 სეზონის განმავლობაში შეძლო.
აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა ჯანლუიჯი ბუფონიც: 39 წლის მეკარემ კარიერაში მერვედ მოიგო იტალიის ჩემპიონატი და ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ნიშნულს უწია. აქამდე სარეკორდო შვიდი სკუდეტო გახლდათ.

 

„იუვენტუსი“ – „კროტონე“ 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (13), 2:0 დიბალა (39), 3:0 ალექს სანდრო (83)


ახლა ეს ორი დიდი და ისტორიული გუნდი ევროფინალს გაითამაშებს და 3 ივნისს გაარკვევენ თუ რომელია ბებერ კონტინენტზე საუკეთესო და ყველაზე ძლიერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები