LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიკა ქავჟარაძეს ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალავენ

74

მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს ხვალ, ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალავენ. ამის შესახებ კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ვაკის სასაფლაოზე მსახიობს ხვალ, 15:00 საათზე, დაკრძალავენ.

ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდი მის საცხოვრებელ სახლში, აბაშიძის #62-ში დღეს, 17:00 საათიდან გაიმართება. მსახიობს ვაკის სამების ტაძარში კი ხვალ, 12:00 საათზე გადაასვენებენ.

ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები