LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლიკანი“ ახალი შეფუთვით უკვე თაროებზეა: მეტი წყალი ნაკლებ ფასად

1307

კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებულ ნატურალური მინერალური წყლის ბრენდს „ლიკანი“ ახალი 1,5 ლიტრიანი შეფუთვა დაემატა.  სიახლე, სავაჭრო  ქსელში   უკვე გამოჩნდა.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ახალი შეფუთვის მთავარი ხიბლი  მის ეკონომიურობაში მდგომარეობს.  „ლიკანის“ 1.5 ლიტრი მოცულობის მქონე შეფუთვა მომხმარებელს აძლევს  საშუალებას  უფრო ნაკლებ თანხად, ანუ 1 ლარად და 20 თეთრად  შეიძინოს უფრო მეტი მინერალური წყალი. ეს მოცულობა ძირითადად სახლში მოხმარებისთვის არის განკუთვნილი.

„ლიკანს“ გამორჩეულად  ერთგული  მომხმარებლები ჰყავს. იგი მინერალური წყლების კატეგორიაში  უკვე  წლებია ინარჩუნებს წამყვანი ბრენდის და ყველაზე გემრიელი წყლის სტატუსს.  ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევების დროს, ფოკუს ჯგუფებში მონაწილე პირები მუდმივად აკეთებენ აქცენტს  „ლიკანი“-ს გამორჩეულად  რბილ, სასიამოვნო და მსუბუქ გემოზე. სწორედ ამიტომ, გვინდოდა, ჩვენი ბრენდი  კიდევ უფრო ხელმისაწვდომი პროდუქტი გამხდარიყო ჩვენი  მომხმარებლისთვის და  გადავწყვიტეთ, ბრენდის პორტფელში ახალი შეფუთვის დამატება, რომელიც იდეალურია ოჯახური თუ  მეგობრების თავშეყრის დროს მოხმარებისთვის.  ვიმედოვნებთ,  ეს შეფუთვა, მისი მოცულობიდან და ღირებულებიდან გამომდინარე  დიდ მოწონებას დაიმსახურებს საზოგადოებაში. 1,5 ლიტრიანი ულევი „ლიკანი“ – ყველას ეყოფა“ – აცხადებს „ლიკანის“ ბრენდ მენეჯერი ტატა ქათამაძე.

მინერალური წყალი „ლიკანი“ ცოცხალი მინერალებით გაჯერებული უნიკალური წყალია, რომელიც ზომიერად შეიცავს მინერალურ-იონურ კომპლექს. მისი განსაკუთრებული მახასიათებელია ჰიდროკარბონატების, მაგნიუმის და კალციუმის განსაკუთრებული თანაფარდობა. ბუნებრივი გაზით უხვად გაჯერებულ მინერალურ წყალს „ლიკანი“ განუმეორებლად მსუბუქი გემო აქვს. სწორედ ამ მინერალთა თანხვედრა განაპირობებს წყლის უნიკალურობას.

მინერალური წყალი ბაზარზე 2007 წლიდან არსებობს და დღემდე წარმოდგენილი იყო 0.6 ლ. და 1 ლ. PET შეფუთვით.

მინერალური წყლის „ლიკანის“ ჩამოსხმა ბორჯომის N1 ჩამომსხმელ ქარხანაში ხორციელდება.

[R]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები