LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლილი-როუზს ანორექსია აქვს, “მთელი ცხოვრებაა ვებრძვი დაავადებას და ვამაყობ შედეგით”

382

17 წლის მოდელი ლილი-როუზ დეპი ყოველთვის ძალიან გამხდარი იყო. ჯონი დეპისა და ვანესა პარადის ქალიშვილის კარიერა, ბოლო პერიოდში, სულ უფრო წარმატებული ხდება.

მოდელმა ჟურნალ „ელეს“ გარეკანისთვის იპოზიორა  და გამოცემას ინტერვიუც მისცა. დეპმა განაცხადა, რომ მისი სიგამხდრე ბუნებრივი არ არის.

„როდესაც ჩემზე ამბობენ, რომ ანორექსია მაქვს, ძალიან მაბრაზებს. ძალიან დიდი ძალა დამჭირდა იმისთვის, რომ დაავადებაზე გამემარჯვა. როდესაც ანორექსია დამეწყო, პატარა ვიყავი, მიჭირდა ბრძოლა. ყველას ესმის ჩემი, ვისაც ოდესმე მაინც გამოუცდია, რა საშინელებაა ეს და როგორი ძნელია, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდე. მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრების მანძილზე ვებრძვი ანორექსიას და საკუთარი შედეგებით ვამაყობ.“

27102016lily_7

27102016lily_8

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები