LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლილოს ნაგავსაყრელი იწვის

85

ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ხანძარია, ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ თვითმხილველებმა განუცხადეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შეტყობინების მიღებითანავე ადგილზე გავიდნენ სამაშველო ჯგუფები, ამ დროისთვის ისინი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

ნაგავსაყრელზე ცეცხლის ჩაქრობას 5 სამაშველო ჯგუფი ცდილობს.

ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები