LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლილოს ნაგავსაყრელი მძიმე მდგომარეობაშია, პრობლემა უნდა მოგვარდეს – კახა კალაძე

104

“ლილოს ნაგავსაყრელი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია,” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს „თბილსერვის ჯგუფში“ ტექნიკის დათვალიერების შემდეგ განუცხადა.

კალაძის ინფორმაციით, ნაგავსაყრელი საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.

„ლილოს ნაგავსაყრელი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ის პრობლემას წარმოადგენს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. შესაბამისად, ჩვენ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, განაცხადა, რომ მომდევნო წლის განმავლობაში ნაგავსაყრელის მოსაწესრიგებლად ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები