LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლილოს ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები წელს დაიწყება

97

ლილოს ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები წელს დაიწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ლილოს ნაგავსაყრელის დათვალიერების შემდეგ განუცხადა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ასევე იგეგმება კვლევის ჩატარება, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა ოდენობის ბუნებრივი აირი შეიძლება მივიღოთ მოქმედი ნაგავსაყრელიდან.

“ჩვენ ახლა ნაგავსაყრელზე ვიმყოფებით, რომელიც დაახლოებით 84 ჰექტარზეა გადაჭიმული. დღეის მდგომარეობით ნაგავსაყრელი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვის და ზოგადად ჩვენი ქალაქისთვის. გასატარებელია მთელი რიგი ღონისძიებები, პროექტებია განსახორციელებელი. შესაბამისად, წელს დაახლოებით 17 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომ რამდენიმე ეტაპიანი სამუშაო განხორციელდეს. ეს არის ყველაზე დიდი ნასგავსაყრელი, რომელიც დღეს მოქმედია და საჭიროა მისი დახურვა, კონსერვაცია, გაზშემკრების მოწყობა. ძალიან მნიშვნელოვანია გრუნტის წყლების გაფილტვრითი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ამ სამუშაოების შემდეგ, მეთანის სუნის პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, განსაკუთრებით ზაფხულის და ქარიანი ამინდის პერიოდში, მოგვარდება. წინასაარჩევნოდ როდესაც ამ მოსახლეობას შევხვდი, დავპირდი, რომ ნაგავსაყრელის პრობლემას მოვაგვარებდი. შესაბამისად, მოეწყობა ახალი უჯრედი, რომელიც იქნება ევროპული სტანდარტების და გარემოს დაცვის ყველა მიმართულება იქნება გათვალიწინებული. სამუშაოები წელსვე დაიწყება და 1 წლის განმავლობაში შესაძლებელია ამის დასრულება. მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ჩავატაროთ კვლევა, რა რაოდენობის ბუნებრივი აირი შეიძლება მივიღოთ ამ მოქმედი ნაგავსაყრელიდან. ამ ოდენობას დასკვნა და კვლევები გვაჩვენებს”,- განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები