LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიმონათის 4 მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

94

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლიმონათის 4 მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტები უალკოჰოლო სასმელების საწარმოებში ინსპექტირებას ატარებენ. მოწმდება საწარმოს სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, საწარმოო პროცესი, არომატიზატორების ვარგისიანობა, შესაფუთი მასალა და ტარა, ასევე პერსონალის ჰიგიენა. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება როგორც მცირე,  აგრეთვე მსხვილ წარმოებებში.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, საწარმოების ნაწილი დადგენილ სტანდარტებს აკმაყოფილებს, თუმცა შემოწმების პროცესში გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის ფაქტები და სხვა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც თბილისში მოქმედ მცირე წარმოებებს – შპს “ვივოს“ და შპს „ტექნოპლასტი 2010“ -ს შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, უალკოჰოლო სასმელების საწარმოებში 37 ინსპექტირება განახორციელა. ეტიკეტირების წესის დარღვევის და არაკრიტიკული შეუსაბამობების გამო დაჯარიმდა 9 ბიზნესოპერატორი, მათ შორის, კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა 4 ბიზნესოპერატორი – შპს VIVA (თბილისი), შპს „ბარა-ბუ“ (რუსთავი), ი/მ კობა მირველაშვილი (გურჯაანის რაიონი), შპს „ტექნოპლასტი 2010“ (თბილისი). სააგენტო განაგრძობს უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლების შემოწმებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები