LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლინდსი ლოჰანი თურქეთში სირიელი დევნილების ბანაკს ისევ ესტუმრა

160

მსახიობმა ლინდსი ლოჰანმა თურქეთში სირიელი დევნილების ბანაკი მოინახულა და ქვეყნის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს შეხვდა.

მსახიობმა ერდოღანთან, მის მეუღლესთან, ემინა ერდოღანთან და 7 წლის ბანა ელ-აბედთან ერთად გადაღებული ფოტო „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა. ამ უკანასკნელმა ალეპოელმა გოგონამ სახელი თავისი „ტვიტერის“ მიკრობლოგით გაითქვა. მსახიობმა თურქეთის ხელისუფლების როლი სირიელი დევნილების ცხოვრებაში დადებითად შეაფასა.

„ჩემი ოცნება ასრულდა. პრეზიდენტმა ერდოღანმა და მისმა მეუღლემ თავისთან დამპატიჟეს. მათი მონდომება დევნილების დასახმარებლად ნამდვილად დიდია“, – დაწერა ლოჰანმა.

შეგახსენებთ, რომ ლინდსი თურქეთს ამავე მისიით გასულ წელსაც ესტუმრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები