LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Linkin Park-ის სოლისტი გარდაიცვალა

220

ამერიკელი მომღერალი, ჯგუფ Linkin Park სოლისტი, ჩესტერ ბენინგტონი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გამოცემა independent-ის ცნობით, ჩესტერი ლოს ანჯელესში, მის სახლში გარდაცვლილი ნახეს. წინასწარი ინფორმაციით Linkin Park-ის სოლისტმა თავი მოიკლა.

ბენინგტონი წლების განმავლობაში ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული. მასმეუღლე და 6 შვილი დარჩა.

Linkin Park ამერიკული როკ-ჯგუფია, რომელიც ლოს-ანჯელესში  1996 წელს დაარსდა.

წელს ჯგუფმა ახალი სტუდიური ალბომი “კიდევ ერთი სინათლე” ჩაწერა, ახლა კი მსოფლიო ტურნეში იმყოფებოდა, რომელიც 27 ივლისს უნდა დასრულებულიყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები