LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიონი საშობაოდ ზღაპრული ილუმინაციებით განათდა (ვიდეო)

118

7 დეკემბერს, საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ლიონში, ყოველწლიური „სინათლის ფესტივალი“ გაიხსნა. წელს ღონისძიება მხოლოდ 3 დღეს გრძელდება და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სინათლის უნიკალური ინსტალაციებით აღინიშნება. გასულ წელს ფესტივალი პარიზში მომხდარი ტერაქტის გამო გადაიდო. წელს ქუჩის ილუმინაციების ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს იმ არტისტებმა, ვინც 2015 წელს ვერ შეძლეს საკუთარი ინსტალაციების დემონსტრირება.

ლიონის მაცხოვრებლებს ეს დღესასწაული გამორჩეულად უყვართ. ლეგენდის თანახმად, ეს დღესასწაული მარიამ ღვთისმშობლის საპატივცემულოდ აღინიშნება, რომელმაც ერთ დროს ქალაქი შავი ჭირისგან გადაარჩინა. ამ დღეს ქალაქი ულამაზესი ფერებით და დეკორაციებით ირთვება და ყველაფერი შობის მოახლოებას მოასწავებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები