LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლის ტბაზე დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების კვირეული იწყება

74

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების კვირეულს იწყებს.

კვირეული საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. „სუფთად ევროპისკენ“ – კამპანიაში მონაწილეობას სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა სამინისტროები, ადგილობრივი თვითმმართველობები, მუნიციპალიტეტები, ბიზნესისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ.

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქციაში მონაწილეობას სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სტრუქტურული ერთეულების 200 – მდე თანამშრომელთან ერთად, მოხალისეები, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები მიიღებენ. აქციას თბილისში, წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები – მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები შეუერთდებიან.

მთელი კვირის განმავლობაში დასუფთავების აქცია საქართველოს 10 რეგიონის 74 მუნიციპალიტეტში გაიმართება. 464 ლოკაციის დასუფთავებაში ჯამში 22 ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები