LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლისის ტბასთან ხეები განგებ არავის დაუწვავს, რეალურად, რაშია საქმე” – ხაბეიშვილს მერია ეხმიანება

96

ლისის ტბის მიმდებარედ წიწვოვანი ხეები განგებ არავის დაუწვავს, „ახალი საქართველოს“ ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის საპასუხოდ „ფეისბუქით“ განცხადებას საკრებულოში მერის წარმომადგენელი ოთო აბესაძე ავრცელებს.

აბესაძის მტკიცებით, ხანძარი გასულ წელს გაჩნდა და მერიამ თითქმის ყველა ძირის გადარჩენა მოახერხა, მან სოციალურ ქსელში ხანძრის ფოტოები და ვიდეოც განათავსა.

„რეალურად რაშია საქმე.

აღნიშნულ ტერიტორიაზე სამწუხაროდ ხანძარი ჩნდება ძალიან ხშირად ზაფხულის პერიოდში. ყველაზე მძიმე შედეგები მოგვიტანა 2012 წლის აგვისტოში გაჩენილმა ხანძარმა, რის შედეგადაც 8 ჰექტარი მიწა დაიწვა.

უკანასკნელი ხანძარი აღნიშნულ ტერიტორიაზე გაჩნდა 2016 წლის მაისში, რის შედეგადაც, სამწუხაროდ, დაზიანდა ხეები.

დედაქალაქის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურის დიდი ძალისხმევით მოხდა, ფაქტობრივად, ყველა ხის გადარჩენა და სიცოცხლის შენარჩუნება.

იმის მაგივრად, რომ რეალურად გარკვეულიყავით სიტუაციაში და გეკითხათ, თუ რა მოხდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაღაც აბსურდული ანტიპიარი წამოიწყეთ დედაქალაქის მერიის წინააღმდეგ და თავი კვლავ ჩაიყენეთ სასაცილო მდგომარეობაში.

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ხდება ხანძარი, ზიანდება ბუნება, სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი, რის შედეგადაც სიცოცხლე შეუნარჩუნდა ხეებს და თქვენ ამ უბედურ შემთხვევას იყენებთ პოლიტიკური ქულების დასაწერად.

უბრალოდ სირცხვილია.

P.S. სანამ ხეებზე გააკეთებთ კომენტარს ნაძვის და ფიჭვის გარჩევა ისწავლეთ,“ – წერს აბესაძე.

 

ხაბეიშვილის მიერ გავრცელებულ მასალას გამოეხმაურა თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძეც. მისი თქმით, ეს “მორიგი წინასაარჩევნო ტყუილია “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტი პიროვნების მხრიდან, რომელიც არაერთი ცრუ ინფორმაციის გავრცელებით გამოირჩევა ბოლო პერიოდში”.

” აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეებს დაზიანების კვალი 2012 და 2016 წლის ხანძრის შედეგად აღენიშნება, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა, ხე-მცენარეები უახლოესი დღეების განმავლობაში დაზიანდა და ფაქტს მერიის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია სიმართლეს არ შეესაბამება,” – წერს “ფეისბუქზე” ლექვინაძე.

ლევან ხაბეიშვილმა ვიდეო გუშინ გაავრცელა და აღნიშნა, რომ ვიღაცამ საკუთარი ბიზნესინტერესებისთვის ხის ძირები განგებ დაწვა, რათა ტყე განადგურებულიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები