LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლისის ტბაზე არის ეპიდემია, რაც არცერთ უწყებას არ აინტერესებს!”

376

ლისის ტბაზე, ინფექციის გადამტანი მწერების შესახებ, ბოლო დღეებია სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება.

ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთ ასეთ შემთხვევაზე დაწერა სოციალური ქსელის მომხმარებელმა, მაგდა თეთრაძემ.

“თუ ვინმე ლისის ტბაზე ხშირად ადიხართ რომ იცოდეთ: “ჩემს მეგობრებს ლისის ტბაზე უკბინა ტკიპამ, რის შემდეგაც დაემართათ რთული ინფექცია ბორელიოზი. როგორც ვიცით ამ მოკლე დროში ძალიან ბევრს დაემართა იგივე ლისის ტბაზე.

ინფორმაციის გასავრცელებლად და შეწამვლითი სამუშაოებისთვის დავუკავშირდით თბილისის მერია / Tbilisi City Hall -ს, გადაგვამისამართა გარემოს დაცვის სამინისტრო-სთან, რომელმაც გვითხრა დავკავშირებოდით სოფლის მეურნეობის სამინისტრო / Ministry of Agriculture of Georgiaს, ამ უკანასკნელმა გადაგვამისამართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან, National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH) რომელმაც საბოლოოდ გვითხრა, რომ ისინი მხოლოდ საიტის მეშვეობით ავრცელებენ ინფორმაციას, როგორ ვებრძოლოთ ტკიპას. 🙂დაავადების გამოსავლენად სარწმუნო ანალიზები საქართველოში არ კეთდება, საჭიროებს სისხლის საზღვარგარეთ გაგზავნას! 


პ.ს. რეალურად ლისის ტბაზე არის ეპიდემია რაც არცერთ უწყებას არ აინტერესებს!!!!!!! გთხოვთ გაავრელოთ ინფორმაცია იქნებ ჩვენ დავეხმაროთ ერთმანეთს”, – წერს სოციალურ ქსელში მაგდა თეთრაძე.

“ფორტუნამ” ინფორმაციის გადამოწმება ჯანდაცვის სამინისტროში სცადა, საიდანაც NCDC-ში გადაგვამისამართეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, კონკრეტული პასუხი, ჯერჯერობით არ მიგვიღია.

6 ივლისს ლისის ტბის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე შეწამვლითი სამუშაოები ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები