LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიტერატურის გამოცდაში მაქსიმალური 80 ქულა ვერც ერთმა აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა

77

ლიტერატურის გამოცდაში მაქსიმალური 80 ქულის მოპოვება ვერცერთმა აბიტურიენტმა მოახერხა. ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე აცხადებს.

„ლიტერატურის გამოცდას წელს 3000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა. მათმა დაახლოებით 90-მა პროცენტმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა, ხოლო დაახლოებით 10% ჩაიჭრა. მაქსიმალური 80 ქულა არავის მიუღია. ამ საგანში ყველაზე მაღალი 77 ქულა დაიწერა. წელს მიღებული შედეგები დაახლოებით ისეთივეა, როგორც წინა წლებში. ზოგადად ყველა გამოცდის შედეგი მეტ-ნაკლებად წინა წლის ანალოგურია და რაიმე გამორჩეულ განსაკუთრებულ შემთხვევასთან საქმე არ გვაქვს საქმე,” – განაცხადა ივა მინდაძემ.

ლიტერატურის გამოცდის შედეგების გამოქვეყნებით, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წინასწარი შედეგების გამოქვეყნების ნაწილი დაასრულა. ხვალიდან კი, აპელაციის პერიოდი იწყება, რომელიც 15 აგვისტოს 18:00 -მდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები