LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოება 18 სექტემბერს გაიმართება

68

18   სექტემბერს,  მუხრანბატონის სასახლის ეზოში,  20:00 საათზე, ლიტერატურული პრემია „საბას“რიგით    მე-14 დაჯილდოების ცერემონია გაიმართება და   სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული 11 ავტორი გამოვლინდება.

დაჯილდოების ცერემონია წელს პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლით გადაიცემა.პირდაპირი ეთერი 21:00 საათზე დაიწყება.

წელს პირველად, ერთ-ერთ ნომინაციაში, კერძოდ,   „დებიუტში“ გამარჯვებულს ხალხი გამოავლენს. ხმის მიცემა უკვე 2 თვეა, მიმდინარეობს ელექტრონული   წიგნების სახლის „საბა“ ვებგვერდზე saba.com.ge,  სადაც მკითხველებს   შეუძლიათ,  ელექტრონულად მისცენ ხმა მათთვის   სასურველ კანდიდატს. ხმის მიცემა შეწყდება დაჯილდოების მომენტში, გამარჯვებულის გამოვლენამდე 5 წუთით ადრე.

საბას დაჯილდოების ცერემონიაზე კიდევ ერთი   სიახლე იქნება.წელს პირველად გამოვლინდება გამარჯვებული ავტორი ახალ ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული წიგნი“. ამ ნომინაციაში ის წიგნებია წარდგენილი, რომლებიც ბეჭდური სახით არ გამოქვეყნებულა და მხოლოდ ელექტრონულ ფორმატშია ხელმისაწვდომი.

მიუხედავად იმისა, რომ წელს „საბაზე“ წარდგენილი წიგნების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია (360 წიგნი), ჟიურის მიერ შედგენილი ფინალისტთა სია ყველაზე მცირერიცხოვანია ბოლო წლების განმავლობაში. სულ წლევანდელ ე.წ. ‘შორთლისტში“ 37 ფინალისტია წარდგენილი.

რაც შეეხება ტრადიციულ მუსიკალურ ნაწილს, წელს „საბას“ დასრულებს მუსიკალური პროგრამა „იმღერე   ქართულად“,   რომელიც   ექსკლუზიურად   „საბასთვის“   შეიქმნა.   წარმოდგენილი   იქნება ქართული   მუსიკალური   ხელოვნების შედევრების ახალი ვერსიები და შედგება რამდენიმე ახალი სიმღერის პრემიერა. მუსიკალური პროექტის   ავტორია  მარინა ბერიძე, ხოლო მუსიკალური ხელმძღვანელი – ზვიად ბოლქვაძე.

ჟიურისთან  დაკავშირებით სიახლეა ის,  რომ  წელს პირველად ჟიური  დაკომპლექტთა  მრჩეველთა საბჭოს მიერ, რომლის შემადგენლობაშიც  არიან  სხვადასხვა წელში „საბას“ მიერ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოებული მწერლები და ლიტერატორები.

ჟიურის წევრთა ვინაობა მუშაობის პროცესში, ტრადიციულად,  კონფიდენციალური იყო და მათ საზოგადოება დაჯილდოების ცერემონიაზე შეხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები