LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიტველები მთიანი აჭარით დაინტერესდნენ

56

ლიტველები აჭარაში მოგზაურობით ინტერესდებიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის ტურისტული პროდუქტები ლიტვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე – Adventure 2018 ყურადღების ცენტრში მოექცა. ვიზიტორების განსაკუთრებული დაინტერესება მთიანი აჭარის ტურისტულმა შესაძლებლობებმა გამოიწვია.

გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გამართეს პრეზენტაცია, სადაც ტურისტული, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებს აჭარის ტურისტული შესაძლებლობები გააცნეს. პრეზენტაცია ღვინის დეგუსტაციით დასრულდა.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს, აჭარის ლიტვაში პოპულარიზაციისა და რეგიონში ლიტველი ტურისტების მოზიდვის მიზნით, პირისპირ შეხვედრები გაიმართა წამყვანი ტელეკომპანიის TV 3, National Goegraphic- სა და ლიტვაში პოპულარული ვებსაიტების მენეჯმენტთან, ასევე წამყვანი ტურისტული კომპანიების ნოვატურის, მეგატურისა და ტეზტურის წარმომადგენლებთან. ლიტვის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 26 იანვარს დაიწყო და 28 იანვარს დასრულდა. გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დამოუკიდებელი სტენდით იყო წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები