LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლივერპული ბევრს იტანს და არ უშვებს: კლოპმა გვარდიოლა დაამუღამა

42

ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ დაპირისპირებაში „ლივერპულმა“ მოულოდნელი ანგარიშით დაამარცხა „მანჩესტერ სიტი“ და კარგა გვარიანი ფორა შეიქმნა – 3:0.

 

მერსისაიდელები წლევანდელ ლიგაზე საშუალო შედეგიანობით ლიდერები არიან – 3.44 გოლი გააქვთ მატჩში.
ამ მაჩვენებლით მეორეა პსჟ (3.38), მესამე – „რეალი“ (2.78).

 

„ლივერპული“ ერთადერთი გუნდია მიმდინარე სეზონში, რომელიც „სიტის“ თითო მატჩში სამ გოლზე ნაკლებს არ უტანს. ეს „ლივერპულმა“ ორჯერ გააკეთა – იანვარში პრემიერლიგური მატჩი 4:3 მოუგო.

 

ლივერპულელებმა გოლგაუშვებელი სერია 4 მატჩამდე გაზარდეს. საერთო ჯამში, „ლივერპულმა“ წლევანდელ ლიგაზე 6-ჯერ შეინახა კარი მშრალად.

 

„ლივერპულის“ თავკაცმა იურგენ კლოპმა მე-6 გამარჯვება მოიპოვა პეპ გვარდიოლაზე (მე-7 თუ პენალტების სერიით მოგებასაც მივუთვლით).
ესპანელს კი 5-ჯერ ყავს გერმანელი დამარცხებული. კლოპი ერთადერთია, რომელსაც გვარდიოლასთან დადებითი ბალანსი აქვს.

 

„მან სიტიმ“ მხოლოდ მეოთხედ ვერ გაიტანა გოლი ბოლო 49 შეხვედრაში.

 

„სიტის“ ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა 8 მწვავე გადაცემა გააკეთა, მათგან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ზუსტი – 13%. ეს ბელგიელის ანტირეკორდია.

 

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა ერთი საგოლე პასი მიითვალა. ეს მისი მე-8 შედეგიანი გადაცემაა და ამით ტურნირის რეკორდი გაიმეორა, რომელიც ნეიმარს (2016/17) და უეინ რუნის ეკუთვნოდათ (2013/14).

 

„სიტიმ“ მეტოქის კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყა. ასეთი რამ მანკუნიანელებს ბოლოს 2016 წლის 26 ოქტომბერს დაემართათ („იუნაიტედს“ ლიგის თასზე ვერ დაურტყეს).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები