LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლივერპული და სალაჰი რეკორდზე მიდიან: გვარდიოლა წაგებას დაეჩვია

46

„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი მატჩის მოუგო გასვლაზე „სიტის“ 2:1 (ორი მატჩის ჯამში 5:1) და ნახევარფინალში გავიდა.

 

“ლივერპული” 2008 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

 

“ლივერპული” მეოთხედ გავიდა ლიგის ნახევარფინალში. მანამდე ეს 2004/05, 2006/07 და 2007/08 წლების სეზონში შეძლო.

 

“ლივერპულს” მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე 32 გოლი დაუგროვდა. ეს არის ინგლისური რეკორდს გამეორება, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედმა” 2002-2003 წლების სეზონში დაამყარა. ამასთან, “იუნაიტედს” 32 გოლის გასატანად 14 მატჩი დასჭირდა, კლოპის შეგირდები კი ეს 10 მატჩში შეძლეს. თან ჯერ მინიმუმ ორი მატჩი წინაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მერსისაიდელები ამ რეკორდს მოხსნიან.

 

მოჰამედ სალაჰს ლიგაზე 8 გოლი დაუგროვდა, რაც ახალი საკლუბო რეკორდია. გარდა ამისა, ეგვიპტელმა გაიმეორა მილანის “ინტერის” ყოფილი ფორვარდის სამუელ ეტოოს რეკორდი აფრიკელი ფეხბურთელებისთვის ერთ გათამაშებაში გატანილი გოლების მიხედვით. კამერუნელმა 2010-11 წლების სეზონში ასევე 8 გოლის გატანა შეძლო. ალბათ, სალაჰიც გაასწრებ ეტოოს.

 

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ კარიერაში მეორედ ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა (ცხრა ცდიდან). პირველად ესპანელის გუნდი ადრეულ სტადიაზე შარშან, “მონაკომ” შეაჩერა, რომელმაც 1/8 ფინალში დაამარცხა “მანჩესტერ სიტი” (3:5, 3:1). “ბარსელონასა” და “ბაიერნის” მწვრთნელობისას, გვარდიოლა ყოველთვის გადიოდა ნახევარფინალში.

 

 

ამ მომენტისთვის, პეპ გვარდიოლას ზედიზედ სამი წაგება აქვს (ორი – “ლივერპულთან”, ერთი – “მანჩესტერ იუნაიტედთან”). ასეთი ცუდი სერია მას ინგლისსა და ესპანეთში არასოდეს ჰქონია. გერმანიაში კი სამი წლის წინ, ოთხი მატჩი წააგო ზედიზედ: “დორტმუნდთან” (0:1 თასზე), “ლევერკუზენთან” (0:2), “ბარსელონასთან” (0:3 ჩემპიონთა ლიგაზე) და “აუგსბურგთან” (0:1).

 

„ლივერპულმა“ ერთ სეზონში სამჯერ დაამარცხა გვარდიოლას კლუბი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები