LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლივერპულმა ზაფხულისთვის ბევრი ფული გადადო

75

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ”ლივერპული” 234 მლნ ევროს დახარჯავს. Liverpool Echo-ის ინფორმაციით, მერსესაიდელები ზაფხულში გაძლიერებას გეგმავენ. კლუბის ხელმძღვანელობა აპირებს 116 მლნ ევრო გამოყოს ტრანსფერებისთვის, რასაც ზოგიერთი მოთამაშის გაყიდვით მიღებული თანხებიც დაემატება.

მიმომხილველთა აზრით, იურგენ კლოპისათვის არასაჭირო ფეხბურთელების სიაში არიან მამადუ სახო, ლუკას ლეივა, ლაზარ მარკოვიჩი და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი.

ამ დროისათვის პრემეირლიგის სატურნირო ცხრილში ”ლივერპული” 63 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „ჩელსის“ 12 ქულით ჩამორჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები