LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზა ბაგრატიონი “ბირჟა მაფიას” მხარდასაჭერად

382

ლიზა ბაგრატიონი ოფიციალურ “ფეისბუქზე” ჯგუფის “ბირჟა მაფიას” მხარდასაჭერ პოსტს ავრცელებს. ცნობილი მომღერლის თქმით, ასეთმა საქმეებმა შეიწირა წინა ხელისუფლება და სახელმწიფო უწყებაში ხელი არავის უნდა დააფარონ.

გთავაზობთ პოსტს:

“#standforbirjamafia #არაჩადებას #freebirjamafia
სახელმწიფო უწყებებში არსებული დამნაშავეების სამაგალითო დასჯა მთავრობის რეპუტაციის შელახვა კი არა, არამედ მაგალითი იქნება იმისა, რომ მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდეს. ამ ტყუილმა და განუკითხაობამ შეიწირა წინა ხელისუფლება!!! დავიღალეთ!!!
შეცდომის აღიარებით და დამნაშავეების დასჯით უფრო მეტად გაიზრდება საზოგადოების მხრიდან სამართალდამცავებისა და მთავრობის მიმართ ნდობა. ხელის დაფარება და მიჩქმალვა კი იწვევს საზოგადოების აგრესიასა და უნდობლობას.
გვინდა, რომ გენდობოდეთ და გვჯეროდეს თქვენი!!!
Birja Mafia”

 

https://www.facebook.com/lizabagro/posts/673670676166009

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები