LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლომბარდებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები მიმდინარე თვეში დაწესდება

82

ლომბარდებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები მიმდინარე თვეში დაწესდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ბახტაძის შეფასებით, ავტომობილების და უძრავი ქონების დალომბარდება არის ძალიან ნეგატიური პრაქტიკა და ამ მიმართულებით პრინციპული ნაბიჯები გადაიდგმება.

მნიშვნელოვანია, ეს პროცესი მაისის თვეს არ გასცდეს, მივიღოთ ახალი თამაშის წესები ლომბარდებთან დაკავშირებით. ის საქმიანობა, რომელიც განსაკუთრებით უკავშირდება ავტომობილების და უძრავი ქონების დალომბარდებას, არის ძალიან ნეგატიური პრაქტიკა. ეს მომხმარებლებზე ცუდად აისახება და ხშირ შემთხვევაში გახდა კრიმინალის წყაროც. ამიტომ, მე ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც უნდა გადავდგათ პრინციპული ნაბიჯები,– განაცხადა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები