LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლომისის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ორი ადამიანი დააკავეს

64

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორი პირი დააკავეს. რუსმა სამხედროებმა ისინი, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს.

მომხდარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. სუს-ში განაცხადეს, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მომხდარის თაობაზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

სუს-ის განცხადებით, მათ უკვე მიმართეს ყველა მექანიზმს, რათა დაკავებულთა გათავისუფლება უმოკლეს ვადაში მოხდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები