LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლომთათიძის ქუჩაზე, მკვლელობის ადგილიდან, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს

105

თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკითხვაზე ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი იმყოფებოდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გარდაცვლილს არ იცნობდა, თუმცა ოჯახს, ვისთანაც ის სტუმრად იმყოფებოდა, დიდი ხანია იცნობს.

მაღაზიის გამყიდველმა აღნიშნა, რომ გამომძიებლებმა საქმესთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს. მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ მას გასროლის ხმა არ გაუგია. მისივე ინფორმაციით, ამოღებულია მაღაზიის გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

მკვლელობის ადგილზე, ექსპერტ-კრიმინალისტებმა საგამოძიებო სამუშაოები უკვე დაასრულეს.

თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს.  შინაგან საქმეთ სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები