LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლომთათიძის ქუჩაზე მომდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია – შსს

88

ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია, – ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპრატამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ, განაცხადა.

მისი თქმით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 4 თებრვალს, თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით ნაცნობი, 1980 წელს დაბადებული დ. ქ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდამ გასროლით სხეულის მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც, იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

“ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, სამართალდამცავებმა ის შემთხვევიდან რამოდენიმე საათში თბილისში დააკავეს,” – განაცხადეს შსს-ში.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე  სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები