LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონის მოდის კვირეულზე რიანა პრინცესას კაბით მივიდა

118

გასულ კვირას, ნიუ-იორკში რიანას კოსმეტიკური ხაზის პირველი კოლექციის პრეზენტაცია შედგა. ამჯერად კი, ვარსკვლავი ლონდონში გაეგზავრა და საკუთარი პროდუქცია ადგილობრივებს წარუდგინა.

ამ დღეებში 29 წლის ვარსკვლავი ლონდონის მოდის კვირეულს სტუმრობდა, სადაც შთამბეჭდავი ვიზუალით გამოცხადდა. მას იისფერი კაბა ეცვა, ფეხზე კი ღია ფეხსაცმელი შეარჩია, რომელიც პრინცესას სტილის კაბას შეუხამა.

მთელი საღამოს მანძილზე რიანა საკმაოდ მხიარულად გამოიყურებოდა. მას შემდეგ, რაც ვარსკვლავმა ფოტოობიექტივის წინ პოზირებით გული იჯერა, ის დიჯეის პულტთან მივიდა და ღონისძიების ნაწილი მუსიკალურად გააფორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები