LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონის საუკეთესო მაღაზიები – რჩევები მოგზაურებს

533

რა თქმა უნდა, მოგზაურობა არასდროსაა სრულფასოვანი შოპინგისა და ტრადიციული სუვენირების შეძენის გარეშე. ასე რომ, თუ ლონდონში გეგმავთ გამგზავრებას, აუცილებლად ესტუმრეთ ქალაქის ყველაზე ცნობილ მაღაზიებს.

Bond Street – ბრენდების მოყვარულებმა აუცილებლად უნდა გაისეირნონ ისტორიულ ბონდ-სთრითზე, სადაც მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ბრენდების, მათ შორის Chanel-ის, Prada-ს და Louis Vuitton-ის ბუტიკებია თავმოყრილი.

Camden Town – ხალისიანი ბაზრობა რამდენიმე სავაჭრო რაონს აერთიანებს პატარა მაღაზიებითა და  ჯიხურებით. Camden-ის ბაზრობაზე ყოველთვის თავისუფლად შეგიძლიათ შეიძინოთ თვითნაკეთი სუვენირები და ანტიკვარული ნივთები, ვინტაჟისა და თანამედროვე მოდის საუკეთესო მოდელები.

Carnaby Street – 1960-იანი წლების მოდის მიმდევართა საყვარელ ქუჩაზე ყოველთვის ფართო არჩევანია – ცნობილი მოდელიორების უნიკალური ბუტიკებით დაწყებული, ახალგაზრდა ნაკლებად ცნობილი დიზაინერების მაღაზიებით დასრულებული. ამასთანავე, პოპულარულ ქუჩაზე კოლორიტული კაფეები და რესტორნებიც მრავლადაა, სადაც ყოველთვის სიამოვნებით დაისვენებთ შოპინგით მოქანცული.

Hamleys – 1881 წელს გახსნილი Hamleys – ყველაზე დიდი სათამაშოების მაღაზიაა მსოფლიოში, სადაც საუკეთესო თოჯინები და დათუნიები, ორიგინალური კონსტრუქტორები, ინეტელექტუარული და მაგიდის თამაშები შვიდ სართულზეა თავმოყრილი.

Harrods – რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია ლონდოში მოგზაურობა და ყველაზე რესპექტაბელური უნივერმაღის გვერდის ავლა, რომელმაც უნიკალური ეგვიპტური კიბის, კაფეების წყალობით გაითქვა სახელი და ნამდვილ სამოთხედ იქცა შოპინგის მოყვარულთათვის.

Oxford Street – ქუჩა თავისი 300 მაღაზიით, სადაც პრაქტიკულად ყველაფრის შეძენა შეიძლება, ევროპის ყველაზე გადატვირთულ სავაჭრო ქუჩად ითვლება. სხვათაშორის,  სწორედ აქაა მაღაზია Selfridges, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში.

2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები