LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონს მოსკოვის არ სჯერა: ინგლისელებს მოწამვლის ეშინიათ და რუსეთში საკუთარი საკვები მიაქვთ

50

ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე საკუთარი საჭმლით ჩავა. ინგლისელები ჩემპიონატზე მზარეულთა ჯგუფს წაიყვანენ, რომლებიც ყველა საჭირო კერძს თავად მოამზადებენ. მზარეულები მოთამაშეებზე ერთი კვირით ადრე ჩავლენ ბაზაზე და ყველა პროდუქტს შეამოწმებენ. როგორც ჩანს, ინგლისელები დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლამ ძალიან შეაშინა და შესაბამის ზომებს მიმართეს.

გავრცელებული ცნობებით, ინგლისის ნაკრებისათვის ჩაისაც კი ინგლისიდან წაიღებენ სხვა ისეთ პროდუქტებთან ერთად, როგორიცაა შოკოლადი და კექსი, ან პომიდვრის სოუსი.

ინგლისი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე G ჯგუფში ტუნისთან, პანამასთან და ბელგიასთან ერთად იასპარეზებს.

რუსეთის მუნდიალი 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები