LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში ბორის ბერეზოვსკის ყოფილი პარტნიორი გარდაცვლილი იპოვეს

75

ლონდონში, ბორის ბერეზოვსკის ყოფილი პარტნიორი, ნიკოლაი გლუშკოვი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აეროფლოტის ყოფილ ტოპ-მენეჯერს სხეულზე ძალადობის კვალი ეტყობოდა.

ბრიტანელი სამართალდამცველების ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე არ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ რუსი ბიზნესმენის დაღუპვა სერგეი სკრიპარლის მოწამლვის საქმესთან კავშირშია.

69 წლის გლუშკოვმა დიდ ბრიტანეში პოლიტიკური თავშესაფარი 2010 წელს მიიღო. მას რუსეთში „აეროფლოტიდან“ 123 მილიონი დოლარის მითვისების ბრალდებით, რვაწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები