LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში ცნობილი ვარსკვლავების აქამდე უცნობი ფოტოები გამოიფინება

156

ლონდონში ბრიტანელი ფოტოგრაფის, ენდი გოტსის გამოფენა გაიმართება, სადაც ცნობილი ადამიანების აქამდე უცნობი ფოტოები არის წარდგენილი, მათ შორის ბრედ პიტის, ჯორჯ კლუნის, ჯულია რობერტსისა და ქეით მოსის.

პირველ რიგში სემუელ ელ ჯექსონის, ჰარისონ ფორდისა და დენი დევიტოს ფოტოები გამოიფინება. თითოეული ექსპონატი ერთი მსახიობის ცხრა შავ-თეთრი გამოსახულებისგან იქნება შემდგარი. აღსანიშნავია, რომ ფოტოები არ არის დამუშავებული.

გოტსი იმ იშვიათი ფოტოგრაფების რიცხვს განეკუთვნება, ვინც თავის ფოტოს არ არედაქტირებს, რადგან მიიჩნევს, რომ ისინი ადამიანის რეალურ სახეს უნდა გვიჩვენებდეს, რომელიც როგორც წესი, ნიღბის მიღმა არის ხოლმე დამალული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები