LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში ფილმის „ურჩხული და მზეთუნახავი“ პრემიერა გაიმართა

153

ლონდონში სტუდია „დისნეის“ ფილმის „ურჩხული და მზეთუნახავის“ პრემიერა გაიმართა. წითელ ხალიჩაზე ემა უოთსონი, დენ სტივენსი, ლუკ ევანსი და ფილმის სხვა მსახიობები გამოჩნდნენ.

ფილმის რეჟისორი ბილ კონდონია და ის ორიგინალური მულტფილმის ეკრანიზაციას წარმოადგენს.

პრემიერის დღეს ემას ვერცხლისფერი Emilia Wickstead-ის კაბა ეცვა, რომელსაც მოშიშვლებული მხრები ჰქონდა. „პოტერიანას“ ვარსკვლავს სადა ვარცხნილობა და მაკიაჟი ჰქონდა. რაც შეეხება ურჩხულის როლის შემსრულებელს, დენ სტივენსს ტრადიციული შავი კლასიკური პიჯაკი და შარვალი ეცვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები