LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა: დამწვარი სახლების პირველი კადრები გავრცელდა

242

ლონდონში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია მუდმივად იცვლება.

BBC-ის ცნობით, ჰოსპიტალში ამ დრომდე 30-ზე მეტი ადამიანი იმყოფება, მათგან 15 კრიტიკულ მდგომარეობაშია. სახლში მცხოვრებთა ნაწილი, კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.

ამ დროისთვის გარდაცვლილებიდან 6 ცხედრის იდენტიფიცირება მოხერხდა, თუმცა პოლიცია ამბობს, რომ ყველა მსხვერპლის ამოცნობა, დაზიანებებიდან გამომდინარე ვერ მოხდება.

ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ, ხანძრის საჯარო და დეტალური გამოძიების განკარგულება გასცა. მისი თქმით, გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს, რაც მოსახლეობას აქვს. მისი თქმით, გაურკვეველია, როგორ გავრცელდა ხანძარი შენობაში ასე სწრაფად.

ლონდონში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის განეიტრალების შემდეგ, შენობის შიგნიდან პირველი კადრები ვრცელდება.

ერთ-ერთ სურათზე, სადაც ჩანს რომ ოთახში ყველაფერი დამწვარია, ცეცხლის კერა ჯერ კიდევ შეინიშნება.

ხანძარი, ლონდონის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მაშინ გაჩნდა, როდესაც მოსახლეობის უმეტესობას ეძინა. მეხანძრეები ცეცხლს, 24 სართულიან საცოხვრებელ კორპუსში დღეს დილამდე ებრძოდნენ. ცეცხლი შენობაში 24 საათზე მეტხანს ვერ ჩააქრეს.

სახანძრო სამსახურის ეკიპაჟმა 65 მოზარდი და ბავშვი გადაარჩინა.

დაკარგულად ითვლება უამრავი ადამიანი. მათი ახლობლები კი ინფორმაციის ნაკლებობის გამო, პროტესტს გამოთქვამენ.

მათ კი ვინც გადარჩა, დიდ ბრიტანეთში მოსახლეობა საკვებსა და ტანსაცმელს ჩუქნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები