LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილის პირველი ფოტო ვრცელდება

52

ბრიტანული მედია ავრცელებს ფოტოებს, რომელზეც, მათი ცნობით, ბრიტანეთის პარლამენტთან მომხდარ ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილია. „ინდეფენდენთი“ წერს, რომ თავდამსხმელი მანქანით შეიჭრა ხალხში, ვესტმინსტერის ხიდზე, შემდეგ კი პარლამენტის შენობის მიმდებარედ პოლიციელი დაჭრა. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა დამნაშავის ლიკვიდაცია მოახერხეს.

სურათებზე, ასევე, ჩანს დანა მამაკაცთან ახლოს. მას შავი სამოსი აცვია და სასწრაფო დახმარების ექიმებს საკაცეზე ჰყავთ მოთავსებული.

ჯერ-ჯერობით უცნობია, სულ რამდენი ადამიანი დაიჭრა თავდასხმის შედეგად. საავადმყოფოში ამბობენ, რომ ბევრი დაშავებული მიიღეს.

ამასთან, „ბიბისი“ წერს, რომ შემთხვევის შედეგად ერთი ქალი გარდაიცვალა, „ინდეფენდენთი“ კი ორი გარდაცვლილის შესახებ იუწყება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები