LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი გარდაიცვალა

45

ლონდონის ცენტრში სროლის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი გარდაიცვალა. პოლიცია ამ ეტაპზე თავდასხმას „ტერორისტულ ინციდენტად“ აფასებს.

შემთხვევის ადგილზე დაჭრილთაგან ერთ-ერთი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა, მას მრავლობითი დაზიანება ჰქონდა მიყენებული.

საავადმყოფოში დაადასტურეს, რომ მათთან ბევრი დაშავებული მიიყვანეს, თუმცა რაოდენობა არ დაუდასტურებიათ.

მომხდარის გამო შოკირებულები არიან თვითმხილველები. ერთ-ერთი მათგანი, 44 წლის მეტ ჰაიკინი ამბობს, რომ დაინახა, როგორ „გამოფრინდა“ მანქანა ქუჩიდან და პარლამენტის კედელს შეეჯახა.

„დავინახე მანქანასთან გარდაცვლილი ადამიანი, ბევრი სისხლი… ამის შემდეგ გავიგე სროლის ხმა და მივხვდი, რომ ეს არ იყო უბრალოდ ავარია…“

სროლა ლონდონის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან ცოტა ხნის წინ მოხდა. დეპუტატებს მისცეს მითითება, არ დატოვონ შენობა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები